ეკოდანი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მთავარი

დღეს პრაქტიკულად ყველა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი, იქნება იგი უბრალო მებაღე თუ ფერმერი დაინტერესებულია როგორ მიიღოს ეკონომიკურად მომგებიანი ტექნოლოგიით მაღალმოსავლიანი ხარისხობრივად უნაკლო პროდუქცია.
ამ მიმართულებით დღეს ყველაზე აქტუალურია მიკროელემენტების შემცველი სასუქების გამოყენება.
ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ნიადაგის გამდიდრებას მიკროელემენტების შემცველი ორგანული თუ მინერალური სასუქებით, იყენებდნენ რა ნაკელს, ტორფს, მდინარის შლამს, ნეშომპალას, აგრეთვე სოფლის მეურნებობის სხვადასხვა ნარჩენებს.
დღესაც საქართველოში ზოგიერთ საოჯახო მეურნეობაში წარმატებით იყენებენ ჭინჭრის ნახარშს, არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილ ნარჩენებს, ნაცარს და სხვა. რადგან ყველა ეს ნივთიერებები მეტნაკლებად შეიცავენ მცენარისათვის საჭირო მაკრო და მიკროელემენტებს.ეკოდანით დამუშავებული ქინძი

მიკროელემენტების შემცველი სასუქების ფართო გამოყენება საქართველოში მხოლოდ ეხლა იწყებს განვითარებას, თუმცა სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80 – 90 წლებში ასეთ მცდელობას უკვე ქონდა ადგილი. თხევადი სასუქის საწარმოო მაშტაბით გამოშვება ათვისებული იყო ქ. რუსთავის ქიმიურ ქარხანაში. მეთოდი შემუშავებული იყო საქართველოს აკადემიის პ.გ. მელიქიშვილის სახელობის, ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მიერ და ემყარებოდა აგარის შაქრის ქარხნის წარმოების ნარჩენების (მელასა) ბაზაზე ოქსიმჟავების მიღებას და შემდგომ მისი პოლივალენტური მეტალებით დამუშავებას (სავტ. მოწმ. #142109) აღნიშნული პროდუქტი გამოდიოდა სავაჭრო სახელწოდებით “ხელატი” 1987 – 90 წლებში და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა. აღნიშნული ხელატის ბაზაზე შემდგომში იყო მცდელობა მყარი მიკროელემენტების შემცველი ბუნებრივ ცეოლიტებზე დაფუძნებული სასუქის წარმოებისა, მაგრამ 90–იანი წლების ცნობილი მოვლენების და სანედლეულო ბაზის შეწყვეტის გამო დღეს ეს სასუქები დავიწყებას არის მიცემული.

ამჟამად საქართველოში არის მიკროელემენტების შემცველი სასუქების, როგორც შემუშავების, ასევე გამოყენების სფეროში გარკვეული მცდელობა. შემუშავებულია და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ისეთი სასუქები, როგორიცაა “ორგანიკა”, “აგროვიტა,” აგრეთვე იმპორტირებული “კრისტალონი,” “ნუტრივანტი” და სხვა. მაგრამ ჩვენს მიერ შემუშავებული “ეკოდან 3 + 9” გააჩნია რიგი უპირატესობები, რაშიდაც მისი მომხმარებელი უკვე დარწმუნდა.

“ეკოდანი 3 + 9” შემუშავებული იქნა იმ მეცნიერული და პრაქტიკული მასალების საფუძველზე, რომელიც თან ახლდა ზემოთ აღნიშნული სასუქების შემუშავებას და დანერგვას რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, აგრეთვე ანალოგიური სასუქების წარმოების გამოცდილებას მონათესავე ქარხნებში, აღნიშნული სასუქის შექმნაში დიდი როლი ითამაშა ინტერნეტში არსებულმა ზღვა მასალამ ანალოგიური სასაუქების შესახებ. აგრეთვე მის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ პიროვნებები, რომლებსაც მრეწველობის სხვადასხვა დარგებში მოღვაწეობის გამოცდილება აქვთ. (ფარმაკოლოგია, წყლის ქიმიური დამუშავება) იქ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების თვისებების ღრმა ანალიზის, დასხული მიზნებისათვის მისადაგებისა და შემდგომში მეცნიერული და პრაქტიკული დასაბუთებით, შემუშავებული იქნა სასუქის ფორმულა, რომელიც ანიჭებს მას უპირატესობას სხვა ანალოგებთან.ეკოდანით დამუშავებული ცერეცო
მისი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:
მის ფორმულაში (ეკოდანი 3 + 9) შედის ყველა ის ძირითადი ელემენტი (გარდა კალციუმისა) რომელიც საჭიროა მცენარისათვის;
- იგი არის თხევადი და შესაძლებელია მისი ნებისმიერი დოზით გამოყენება;
- ვინაიდან იგი გამოიყენება ძირითადად ფესვგარეშე კვებისათვის, მცენარეს იგი მიეწოდება იმ დროს, როცა იგი მას სჭირდება და როცა მისი მიღება ნიადაგიდან შეზღუდულია;
- პროდუქტი არის ხელატური ფორმის, ანუ ორგანული და მინერალური მჟავეების საფუძველზე და რომლებიც მეტალის კათიონების და მჟავეების შეერთებით წარმოქმნიან წყალში ხსნად კომპლექსურ შენაერთებს – ხელატებს;
- ეს კომპლექსური ნაერთები, სადაც ორგანულ და მინერალურ მჟავეებს “მარწუხებში” - ხელატურ (ჩჰელე – ბერძნულიდან “მარწუხი”) ფორმაში აქვს მეტალის კათიონები, ადვილად ათვისებადია მცენარისათვის;
- მასში შემავალი კომპლექსწარმომქმნელი საშუალებას იძლევა მეტალის კათიონები შეინარჩუნოს მცენარისათვის ათვისებად ფორმაში 3,5 – 11 პH – ის ფარგლებში. აგრეთვე იგი ხელს უშლის წყალში ძნელად ხსნადი მარილების წარმოქმნას (კალციუმის კარბონატი), რითაც თავიდან იქნება აცილებული სასათბურე მეურნეობის ან წვეთოვანი მორწყვის სისტემის მილგაყვანილობის დაბინძურება;
- მის შემადგენლობაში შემავალი კარბომჟავები, იონური და არა იონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები აძლიერებენ სასუქის ფოთოლზე შეკავებას და მის ფოთლის ქსოვილში შეღწევადობას. ცნობილია, რომ ამონიუმის სულფატი, რომელიც არის “ეკოდან 3 + 9” შემადგენლობაში აძლიერებს ფოთოლში ქიმიური ნივთიერების შეღწევადობას;
- მასში შემავალი ორგანული მჟავები, ააქტიურებს და სტიმულირებას უწევს მცენარეში მიმოცვლით პროცესებს, მობილიზაციას უწევს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს მცენარის სუნთქვას, აუმჯობესებს ენერგეტიკულ პოტენციალს, აძლიერებს მცენარის ანტისტრესულ ეფექტს და რაც მთავარია ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას და მაღალმოსავლიანობას;
- ორგანული კომპლექსწარმომქმნელი სტაბილიზაციას უწევს მასში შემავალი ორვალენტიან რკინისა და სპილენძის იონებს, რის შედეგადაც სასუქი ავლენს ფუნგიციდურ თვისებებს;
- მისი შემადგენლობიდან გამომდინარე იგი ამცირებს სხვადასხვა დაავადებების გაჩენის შესაძლებლობას, სპობს ნაკელით ან სხვა ორგანული სასუქით (ტორფი, მდინარის შლამი და სხვა) შეტანილ მიკრობებს და სოკოებს;
- და ბოლოს აღნიშნული სასუქი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს:
ა) მემბრანულ შემღწევს;
ბ) მიკროელემენტების გადამზიდავს;
გ) ბიოლოგიურ გამტარს;
დ) კრიოპროტექტორს.

ეს ნივთიერება მომეტებული რაოდენობით არის წვიმის წყალში, ამიტომ “ეკოდანი 3 + 9” გახსნა უმჯობესია წვიმის წყალში.
“ეკოდან 3 + 9” მაკროელემენტები მოცემულია პროცენტულად მინიმალური ოდენობით N : P : K აზოტი : ფოსფორი : კალიუმი 4,2 : 4,0 : 3,5, რათა იგი მისაღები იყოს მეტნაკლებად ყველა მცენარისათვის, როგორც ერთწლიანებისათვის, ასევე მრავალწლიანებისათვის. განსხვავებული შემადგენლობის საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მისი ცვლილებებისა.
რაც შეეხება ჩვენს მეორე სტანდარტულ პროდუქტს “ეკოდან +”, იგი გამოიყენება თესლის წინასწარი დამუშავებისათვის და წარმოადგენს ანალოგს მსოფლიოში არსებული მსგავსი სასუქებისა. გარდა ამისა მასში რკინის ორ ვალენტანი იონის გაზრდის შემთხვევაში იგი წარმატებით გამოყენება ქლოროზის საწინააღმდეგოდ.
“ეკოდანი +”-ში დამუშავებული თესლი არის უფრო სწრაფად აღმოცენებადი, უფრო გამძლე სხვადასხვა დავადებებისა და მიკრობების მიმართ. მასში დამუშავებული თესლის რაოდენობრივ აღმოცენებას ზრდის 20 – 30%-ით. “ეკოდანი +”-ში დამუშავებული თესლიდან აღმოცენებული მცენარე უფრო გამძლეა გარემოფაქტორების ცვლილებების მიმართ.
“ეკოდანი +” შემადგენლობაში შედის მხოლოდ მიკროელემენტები ხელატურ ფორმაში.
ტიპიური ნიშნები, რომელიც გვკარნახობს ამა თუ იმ ელემენტის ნაკლებობას მცენარეში.
აზოტი (N) – ზრდა შენელებულია, ფოთლებს გადაკრავს მოთეთრო- მოყვითალო ფერი.
ფოსფორი (P) - ზრდა შენელებულია, არ აქვს ყვავილები, ფოთლები მოწითალო ფერისაა.
კალიუმი (K) - მოყვითალო-მოწითალო ფერი ფოთლების კიდეებზე, მთლიანი ფოთლების ჩამოცვენა, სხვადასხვა დავადებების გამოჩენა.
მაგნიუმი (Mg) – ფოთლების გაყვითლება მომწვანო ჩანართებით (ქლოროზი).
ბორი (B) – ახალგაზრდა წამონაზარდების გაყვითლება და ხმობა.
სპილენძი (Cи) – ფოთლების წვეროების გათეთრება.
მარგანეცი (Mн) – ყავისფერი წერტილების არათანაბარი განაწილება ფოთლებზე.
რკინა (Fe) - წამონაზარდების მოთეთრო-მოყვითალო შეფერვა.
მოლიბდენი (Mo) – ახალგაზრდა ფოთლების დეფორმაცია და მოყვითალო შეფერვა.
გოგირდი (S) – ანალოგიურად აზოტისა, ზრდა შენელებულია, ფოთლები გაყვითლებულია, ღეროები გაწვრილებულია.
ცინკი (Zн) – მცენარის წვეროების გათეთრება, ახალი წამონაზარდების კვდომა, ფუჭთესლიანობა.
კობალტი (So)– ნაყოფის უგემოვნობა, მჟავიანობა, მწიფობის შენელება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player